პირველი მსხვილი სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ გაიხსნა. ამ ეტაპზე აქ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. 4 სართულიან შენობაში 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტია განთავსებული. სავაჭრო ცენტრს აქვს 6 დონიანი ავტოპარკინგი, რაც ქალაქისთვის სიახლეა. პროექტზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.