მოსკოვის გადაწყვეტილება თურქეთთან ავიამიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით არ იყო პოლიტიკური. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. კრემლის წარმომადგენლის თქმით, შეზღუდვები თურქეთში კოვიდ-19-ით დაავადების ფონზე დაწესდა. პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ იყო ავიამიმოსვლის შეწყვეტა დაკავშირებული თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებასთან. არა, სიტუაცია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ხასიათიასაა. გადაწყვეტილება დაკავშირებულია თურქეთში დაავადების საკმაოდ მკვეთრ აფეთქებასთან-განაცხადა პესკოვმა. რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 15 აპრილიდან პირველ ივნისამდე შეაჩერა. შეზღუდვები ტანზანიასაც შეეხო.