აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ - მსვლელობა გუმათიდან “ენკას” ოფისისკენ

12 აპრილი 2021, 18:08 735 ნახვა

ხალხმრავლობაა და ხმაურია ამ წუთებში გუმათში, კომპანია "ენკას" ოფისთან,  სადაც ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

აქციის მონაწილეები  კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. 

მსვლელობამდე    დაპირისპირება იყო   აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.  აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვდნენ, რათა გაეგრძელებინათ პროტესტი. მათ ამისთვის სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.

დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით პოლიციის შესახებ კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად იზღუდება.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში