ინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში გაზრდილია

11 აპრილი 2021, 15:35 3841 ნახვა

ჩვენი ინფორმაციით აჭარის განათლების სამინისტროში ბათუმში კიდევ ერთი სკოლის დროებით დახურვაზე მსჯელობენ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციას ელოდებიან. აქ ვირუსი დაწყებითი კლასის პედაგოგს დაუდასტურდა, იმის გათვალისწინებით, რომ პედაგოგები მუდმივად ატარებენ პირბადეს უნდა გადაწყდეს მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთელი სკოლა.

აჭარაში ჯერჯერობით 9 სკოლაა სრულ დისტანციურ რეჟიმზე გადასული .საქართველოს განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას პირველადი რეკომენდაციების დაცვისკენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფილებისთვის საკლასო ოთახებში სწავლება. ამ ეტაპზე სკოლებისა და ბაღების სრული ჩაკეტვა არ განიხილება. მხოლოდ 4დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადდება უქმე დღეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი