"ევროპული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება, ხოლო გენერალური მდივანი – აკაკი ბობოხიძე. პარტიის დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდნენ "ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა