გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცმა 9 წლის მოზარდზე ძალადობა სცადა. მოძალადისგან გაქცევის დროს ბავშვი თხრილში ჩავარდა, რა დროსაც სხეულის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიკოსების განმარტებით, მოზარდს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია, თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.