აჭარაში მოქმედ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს სერთიფიცირების ვადა გასული წლის სექტემბერში ამოეწურათ, თუმცა კონკურსი საქართველოს განათლების სამინისტროს დღემდე არ გამოუცხადებია.
ამ ეტაპზე სკოლების ძირითად ნაწილს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.
რატომ არ აცხადებს კონკურსს უწყება და როდემდე არ ეყოლება დირექტორები სკოლებს?