აშშ-ი უკრაინის აღმოსავლეთში რუსული სამხედრო ძალის მობილიზების გამო შეშფოთებულია

09 აპრილი 2021, 17:38 1044 ნახვა

თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის მობილიზების გამო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე მოსკოვმა დღეს გაცილებით მეტ სამხედროსა და შეიარაღებას მოუყარა თავი, ვიდრე 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს. 

აშშ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში