9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს წევრები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
შეკრებილებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ქობულეთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 9 აპრილის მემორიალის მოსაწყობად, გასულ წელს 22 740 ლარი დაიხარჯა.