ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ეპიდვითარების გამო სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივები გაფართოებული ტესტირების ჩატარებასა და მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ეპიდემიოლოგების განცხადებით კი ვითარება ამ ეტაპზე განგაშის საფუძველს არ იძლევა.