რიონის ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია სოფელ გუმათთან იმყოფებოდა, საიდანაც ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი შეზღუდვების და გადაადგილების აკრძალვა არის არაპროპორციული. იგი გამოეხმაურა კომპანია „ენკას“ მიმართვასაც, ჰესის მშენებელმა კომპანიამ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართა მათ თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
ლომჯარია განმარტავს, რომ შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამისი რეაგირება იქნება.