არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნამახვანჰესზე

08 აპრილი 2021, 15:44 784 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნამახვანჰესზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი,მწვანე ალტერნატივა და საია შეშფოთებას გამოვთქვამენ იმის გამო, რომ  ნამახვანი ჰესის პროექტის  ირგვლივ გამოთქმული  კრიტიკის საპასუხოდ,  ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგზე და  ადგილობრივებს  უზღუდავს შეკრებასა და გამოხატვის  თავისუფლებას.   ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ   კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზეა ცილისწამების კამპანია  - როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან.     აცხადებენ, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის კი  ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი.  მათი მოწოდებაა,  მთავრობამ  უარი თქვას პროექტის მშენებლობისთვის გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებზე.    ასევე ითხოვენ საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაძლიერდეს ზედამხედველობა ნამახვანჰესის საკითხის სამართლიანი და ეფექტიანი  გადაწყვეტისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში