აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან ჩვენება 2017 წელს თბილისიდან მისი გატაცების საქმეზე მისცა. პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გამოძიებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას იმათ შესახებ, ვინც 2017 წელს მისი საქართველოდან გატაცება დაგეგმა და განახორციელა. მუხთარილიმ დღეს განაცხადა, რომ შეუძლია გამტაცებლების ამოცნობა და იმ მარშრუტის დასახელება, რომელიც გატაცების შემდეგ გაატარეს. აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, ისინი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე ევროსასამართლოდან პასუხს ელოდებიან და მოლოდინი აქვთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და სათანადოდ შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც 2017 წლის 29 მაისს განვითარდა.