საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს, რის შემდეგაც საპასუხო გამოსვლები არ იქნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო განცხადებებით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. მოქმედ პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია "ქართული ოცნებაა", რომლის თავმჯდომარესაც კორონავირუსი დაუდასტურდა.