ნიკანორ მელიას პატიმრობა არის მისივე თვითმიზანი - პროკურორი

08 აპრილი 2021, 11:04 670 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, სხდომაზე ბრალდების მხარე უტყუარ მტკიცებულებებს წარადგენს, რაც ცალსახად დაადასტურებს ნიკა მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მისივე თქმით, საქმის  არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში ნიკა მელიას როლს ასახავს.

გულუაშვილის განმარტებით, პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა მელიას პატიმრობა. 

პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი ფორმით, თუმცა დაცვის მხარე  ახდენს კანონი სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. 

ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი  '' - ამბობს პროკურორი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი