დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ.
მათ მაყურებლების მიღება რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.
ინფექციის გავრცელების პრევენცის მიზნით დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. ყველა სტუმარი გაივლის თერმოსკრინინგს და აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
კინოთეატრები, პანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო.