მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

07 აპრილი 2021, 18:25 1096 ნახვა

სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

დღეს, მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი