საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს".
2 დან 26 თებერვლამდე პერიოდში, ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად მკვლევარებმა 1500 რესპონდენტი გამოკითხეს.
მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე - 45% მომხრე, 45% წინააღმდეგი.