ივანე ჩხაიძე: ერთი თვის განმავლობაში აქტიური ინფიცირებულების მაჩვენებელი გასამმაგდა

05 აპრილი 2021, 18:01 1011 ნახვა

ერთი თვის განმავლობაში   კორონავირუსის ინფიცირებულების მაჩვენებელი გასამმაგდა - აცხადებს    იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური  ჯგუფის ხელმძღვანელი.

ივანე ჩხეიძის თქმით,  მაჩვენებელი კატასტროფული არ არის, თუმცა თუ  საზოგადოება  რეკომენდაციებს  არ გაითვალისწინებს  და შემთხვევათა ზრდა კვლავ გაგრძელდა, შესაძლოა მივიღოთ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა. ასეთი ეპიდვითარების ფონზე   ჩხაიძის  თქმით,  ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

მედიკოსის ინფორმაციით, იმისთვის, რომ   იმუნიზაციის ეროვნული გეგმა შესრულდეს,  დღეში  5-დან 6 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში  ბოლო დღიური მაჩვენებელი   758 -ია .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი