მახინჯაურში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 60 - წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მამაკაცს ბინაში გაზი და ელექტრო ენერგია მისივე სურვილით არ მიეწოდებოდა, ამიტომ ხანძრის გამომწვევ მიზეზზე ვერ საუბრობენ. კორპუსში ხანძრის შედეგად, ასევე რამდენიმე მცხოვრები დაზარალდა.