ქობულეთის სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსი ორ ბავშვს დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ბაღის პერსონალი, ბავშვები და აღმზრდელები მომდევნო 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნებიან.
ბაღის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგებს ტესტირება ჩაუტარდათ, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ნანა კაკალაძის თქმით, ბავშვების ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ლეღვას სკოლაა, სადაც კოვიდის შემთხვევები დაფიქსირდა.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით მოზარდები თავს კარგად გრძნობენ. ია ხალვაშის განცხადებით, ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრებიც.
კოვიდი დადასტურდა ქობულეთის მეორე საჯარო ბაღშიც. დროებით სწავლება შეწყდა მხოლოდ ერთ ჯგუფში, სადაც ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.