ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სირცხვილიას ოფისთან გადაინაცვლეს და შენობის კედლებსა და კარებზე მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასა და მამუკა ხაზარაძის სტიკერები გააკრეს. შესასვლელთან სიმბოლურად ყავარჯენი დატოვეს.