კარასინის განცხადება

04 ნოემბერი 2016, 00:00 2043 ნახვა

რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ საკითხში თბილისსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების გათვალისწინებაა საჭირო. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინის განცხადებით, საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მისი თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად „კონფრონტაციულ რიტორიკას“ მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.  მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი