არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, თუმცა ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც - მდინარაძე

02 აპრილი 2021, 20:20 1115 ნახვა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმები იყო დაყენებული, რამაც მოლაპარაკების ჩაშლა გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძე ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, ნებისმიერ შემთხვევაში პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საერთაშორისო მეგობრები ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც მკაფიოდ მიუთითებენ. ​

"რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში