დადასტურდა, რომ მმართველ გუნდში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება - ვარაუდები “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე.