კრემლის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დუმის წარმომადგენელთა განცხადებები

01 აპრილი 2021, 18:06 1060 ნახვა

თბილისში განვითარებულ მოვლენებს  გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ  რუსებისთვის  საქართველოში მოგზაურობა სახიფათოა.    პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის   განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები. ”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, - განაცხადა პესკოვმა.  

საქართველოს მოქალაქეთა პროტესტს არაცივილიზებული უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა  წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ლავროვის უწყების წარმომადგენელმა თავის პოსტს თან დაურთო ვიდეორგოლი, რომელშიც სასტუმროს, სადაც პოზნერი გაჩერდა, კვერცხებს უშენენ. სახელმწიფო დუმის სპიკერის  შეფასებით,  პოზნერის ვიზიტის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია.

ვიაჩესლავ ვოლოდინის აზრით, საქართველოს საშინაო პოლიტიკას მეტწილად რადიკალიზმი განსაზღვრავს, და ეს კარგს არაფერს მოიტანს. დუმის სპიკერმა 2019 წელს სერგეი გავრილოვის ვიზიტიც გაიხსენა და   აღნიშნა, რომ  სახიფათოა  საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ყოფნა.  რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა კი რუსეთის საზოგადო მოღვაწეებს საქართველოში ვიზიტი არ ურჩია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი