ერთ კვირაში გვეცოდინება - ვინ არიან მოსწავლეთა შორის საუკეთესო გამომგონებლები და მკვლევარები. კონკურსის 26 ნომინანტს შორის 4 ბათუმის კერძო სკოლებში სწავლობს. და აი, რა გამოიგონეს მათ: გაჟონვის აღმკვეთი მოდული, ახალი გეომეტრიული მეთოდი ანუ ამოცანების ამოხსნა გარე ხაზების დახმარებით, უნივერსალური მაშველი და კალათბურთის თამაში გეომეტრიის გამოყენებით, რაც ჩვენმა ოპერატორმა ბაჩი მურვანიძემ მარი ბოლქვაძესთან ერთად გამოსცადა. შედეგი ერთად ვნახოთ.