ჩოგბურთი ბათუმს უბრუნდება

31 მარტი 2021, 20:01 1791 ნახვა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩოგბურთელები ვარჯიშის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და აჭარის ნაკრებმა ჩემპიონატისთვის მზადებაც დაიწყო.

ფედერაციაში უკვე აანონსებენ, რომ ბათუმმა საერთაშორისო ტურნირებს უნდა უმასპინძლოს, რაც რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებასთან ერთად ტურიზმსაც შეუწყობს ხელს.

ბათუმში, ზღვისპირა პარკის ცენტრალურ ნაწილში პირველი კორტები 1950 წელს მოეწყო, თანამედროვე სახით კი 1998 წლიდან არსებობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში