უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია - გახარია

31 მარტი 2021, 12:46 881 ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ წარუმატებელ მოლაპარაკებებს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აცხადებს, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ხელს უშლიდა და უშლის. "ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე", — წერს გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გამოეხმაურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი