სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის საქმეზე მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურად გრძელდება.
''შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ გაიგზავნება. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად პროფესიული განვითარების საბჭოს წარედგინება, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“,- განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.
გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის - აღნიშნული ინფორმაცია კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დღეს გაავრცელა.