სამუშაო შეხვედრა ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო სიახლეები განიხილეს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი შეძლებს დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის ოდენობით, ხოლო ექსპორტის პროცედურაში გაფორმება 90 კალენდარული დღის ნაცვლად, 180 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.