27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათი” აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია,მთავრობის ადმინისტრაცია და ყველა საჯარო უწყება.
მათ შენობებში ერთი საათით განათება გამორთეს.„დედამიწის საათი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციაა. მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.