კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება, მაგრამ ოპოზიციაში უთანხმოება წარმოიქმნა.
დღეს მმართველი გუნდის ოპონენტების უმრავლესობამ მოლაპარაკებების წინა განცხადება გამოაქვეყნა და პოზიცია დააფიქსირა, რასაც არ ეთანხმებიან სტრატეგია აღმაშენებელში, სადაც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განცხადების სულისკვეთებას იზიარებენ მისი გარკვეული ნაწილში გამყოფი ხაზებია გავლებული რაც მოლაპარაკების ალბათობას საგრძნობლად ვნებს, ''ქართულ ოცნებაში'' კი ამბობენ, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არიან.