ახალი პროექტი ქედაში შშმ პირებისთვის

27 მარტი 2021, 12:50 1698 ნახვა

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა  (LAG), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო  ახალი პროექტი: ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებთან.  მონაწილეებს დაურიგდათ პლანშეტები და ისინი 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან  ინტერნეტით. ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.

პროექტის ძირითადი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების გარემოს დაცვის სფეროსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი