სოფელ ზანაქიძეებში ახალი ხიდი აშენდება

27 მარტი 2021, 12:10 1708 ნახვა

სოფელ ზანაქიძეებში დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახლის ასაშენებლად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. როგორც მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს ტენდერში გამარჯვებული სამუშაოებს მალე დაიწყებს.

ტენდერის მიხედვით ახალი ხიდისთვის 121 ათასი 000 ლარი  დაიხარჯება.  ხიდი ადიდებულმა მდინარემ 6 თვის წინ დააზიანა. ამ დრომდე მოსახლეობა ალტერნატიული საცალფეხო ხიდით სარგებლობს. ტვირთს კი ზურგით ეზიდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი