რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

02 ნოემბერი 2016, 00:00 1944 ნახვა

რუსეთის დუმამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება. დოკუმენტს მოსკოვში, 2015 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა „შეიარაღებულ თავდასხმაზე ადეკვატური რეაგირება“ იქნება. როგორც მოსალოდნელია, გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევლენ დე-ფაქტო აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო და საარტილერიო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი. დაჯგუფებას რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. რუსეთის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეფასებით, დოკუმენტის რატიფიცირება პასუხობს რუსეთის ინტერესებს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი