მოითხოვე ვადამდელი არჩევნები- „ლელო“ ახალ კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი ოპოზიცია რეგიონებში ჩასვლასაც აპირებს. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია. მამუკა ხაზარაძე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც და მესამე სექტორსაც მოუწოდებს შემოუერთდნენ.