კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

25 მარტი 2021, 09:33 710 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია.

ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა.

ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ისინი ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს.  ესენია: ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, მათ არჩევანის საშუალება ექნებათ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

საქართველომ „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში