ამ დრომდე უცნობია, ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს საქართველოს მთავრობაში, თუმცა სავარაუდო პროგნოზებს პოლიტიკოსები უკვე აკეთებენ. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა რომ გუნდი მსჯელობს როგორ დააკომპლექტოს პარლამენტი და მთავრობა და ამის შესახებ განცხადებას პრემიერ მინისტრი თავად გააკეთებს. რაც ეხება თავად კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდოამრის პოსტზე- მას მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება. არაოფიციალურად ვრცელდბა ინფორმაცია, რომელ უწყებებს შეიძლება შეეხოს ცვლილებები. შესაძლოა ეს იყოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. საუბრობენ, რომ შესაძლოა ხადური ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალოს- ქუმსიშვილის პოსტი კი ბიზნესომბუცმენმა გიორგი გახარიამ დაიკავოს. ევროინტეგრაციის მინისტრად ვიქტორ დოლიძე განიხილება. კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრად იქნება.