კიდევ ერთი მეწყრის შემთხვევა გუდამაყარში. წინასწარი ინფორმაციით მიწის და კლდის მასის სავარაუდო მოცულობა 100 კუბური მეტრია, რამაც ჩაკეტა ოშპიტელი გუდამაყრის გზა. ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 22 სოფელი. სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდებათ. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი და არსებობს თუ არა ისევ სტიქიის განმეორების საფრთხე.