ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის კვირეულის მეორე დღე აჭარაში. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, შემდეგ კი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. სადაც საფრანგეთის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს უმასპინძლეს. ბიბლიოთეკაში ფრანგულენოვანი ლიტერატურის გამოფენა მოეწყო, ასევე ახალგაზრდებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. გარდა ამისა, პროგრამის მიხედვით, მოეწყობა ონლაინ კონფერენცია, ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება, ბავშვებისთვის კი ანიმაციები. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის.