რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს? - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, გამოკითხულთა 23 % „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. - 7%-ისთვის კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ასეთი. არც ერთი პარტია ახლოს გამოკითხული 40 %- ის შეხედულებებთან არ არის. 14%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 %- ს პასუხი არ აქვს, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს.
„ენდიაის“ ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 %, სხვა პარტიებს კი 9%. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.
კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად. კვლევას უკვე გაეცნენ პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციური სპექტრიდან.