მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ქედაში. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 10 სანტიმეტრია. უამინდობამ მეწყრული პროცესებიც გააქტიურა, რის გამოც ქედა-ხუნკუდას და ვაიოს მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ქედის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და გადაადგილება რამდენიმე საათში აღდგება. ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფელ მერისში მცხოვრებლებს დენი, რამდენიმე საათიანი შეფერხებით მიეწოდებოდათ. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.