სოფელ ნატანებში მამის მკვლელობის ფაქტზე 22 წლის ბიჭი დააკავეს

21 მარტი 2021, 12:35 2353 ნახვა

მამის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების  ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებში პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს   მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1960 წელს დაბადებულს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში