გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები მომხდარში მედპერსონალს ადანაშაულებენ

20 მარტი 2021, 15:23 1123 ნახვა

გარდაცვლილი მედდის ახლობლები პასუხისმგებლობას ახალციხის „იმედის“ კლინიკას  აკისრებენ და ამბობენ, რომ ვაქცინაციისთვის სამედიცინო დაწესებულება მზად არ იყო. ამტკიცებენ, რომ  მედდას ვაქცინაციამდე  ქონდა ალერგიული ფონი და თავის ტკივილები, თუმცა აცრამდე მისი გამოკვლევა არ მომხდარა. ბრალდებებს გამოეხმაურა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მედდას ვაქცინა ნებაყოფლობით ჩაუტარდა.ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.ექთანი, რომელიც  ვაქცინის გაკეთების შემდეგ,  „იმედის“ კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს ანაფილაქსიური შოკით გუშინ გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი