დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა განახლდა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიამაც. პრეპარატით აცრები ევროპის ქვეყნებში აცრები მას შემდეგ შეწყდა, რაც რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლიის შემთხვევები გამოუვლინდა.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.
ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკა“ უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა. იმუნიზაციის პროცესის გაგრძელებაზე ჯერ-ჯერობით თავს იკავებს შვედეთი და ირლანდია.