ფაშინიანი არჩევნებამდე მთავრობის სათავეში რჩება

19 მარტი 2021, 15:27 1050 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად რჩება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიის წევრმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.  სომხეთში პარლამენტის დასათხოვნად პრემიერის გადადგომაა საჭირო.  თუ პარლამენტი მთავრობის მეთაურს ორი მცდელობის შემდეგაც ვერ აირჩევს, იგი ავტომატურად  დაითხოვება და ახალი არჩევნები ინიშნება.  გუშინ ფაშინიანმა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომელიც 20 ივნისს უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში