დღეიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ასევე, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლებს დაუშვებენ, თუმცა დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.კიდევ ერთ სპორტულ ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ გულშემატკივრები. ძიუდოში გრანდსლემი ჩატარდება , რომელზეც მაყურებელთა 30% დაიშვება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები . ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა.