უშედეგოდ დასრულებული შვიდდღიანი მედიაცია და ბოლო, გადამწყვეტი ათ საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე. კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა ისე, რომ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დახმარება ვერ შეძლო როგორც ეს ევროპელმა მედიატორმა თავად თქვა. ცნობილი მომლაპარაკებლის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი პოლიტიკური კრიზისის დასრულება იყო და ის, რომ საქართველო წასულიყო ევროკავშირის დღის წესრიგით. თქვა, რომ ბრიუსელში დაბრუნებული ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს მოუყვება. ახლა პარტიული ლიდერები მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიცია თითს ხელისუფლებისკენ იშვერს, სადაც მედიაციის ჩაშლას ოპოზიციის დამსახურებად თვლიან. მედიატორის მიერ შეთავეზაბული რომელი პუნქტი იყო მხარეებისთვის მიუღებელი.