სამ საათზე მეტია ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრები კრისტიან დანიელსონს ხვდებიან. მხარეები კომპრომისულ ნაბიჯებს ერთმანეთისგან ელიან. ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დღეს პოზიციები დაახლოვდება.
უკვე ვიცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არ აპირებს დატოვოს საქართველო იქამდე, ვიდრე კონსესუსს არ მიაღწევს.